რეზონანსი
07.03.2020

ინფიცირებული 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი.

კითხვაზე: უნდა დაისაჯოს თუ არა ადამიანი, რომელმაც დამალა დაავადება და გააგრძელა სამსახურში სიარული? ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ „მე მოგიწოდებთ ყველას, სამოქალაქო და მორალური პასუხიმგებლობის გაზრდისკენ. დასჯადია თუ არ არის დასჯადი, მაპატიეთ მაგრამ, ამაზე არ ვიძლევი კომენტარს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×