რეზონანსი
07.03.2020

ინფიცირებული 12 შემთხვევიდან უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს და ორია დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ინტენსიურად მიმდინარეობს იმ ადამიანების კვლევა, ვისაც იტალიიდან ჩამოსულ ხალხთან ჰქონდა კონტაქტი.

„30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. დღევანდელი მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში გამოკვლეული იყო 39 შემთხვევა და აქედან 3 შემთხვევა არის დადებითი. ამ 12 შემთხვევის უმრავლესობა უკავშირდება იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტს, ხოლო 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი და 50 - ის შესწავლა მიმდინარეობს," - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×