რეზონანსი
07.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟს, ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრესცენტრში ამბობენ, რომ ამირან გამყრელიძეს არ ჰქონია შვილთან შემხებლობა, რადგან ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იყო.

"ბატონ ამირანი არ იყო კონტაქტში მასთან, ის თვითიზოლაციაში იყო", - თქვა ნინო მამუკაშვილმა.

კითხვაზე აპირებს თუ არა ამირან გამყრელიძე ტესტის გაკეთებას ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრესცენტრში ასე გვიპასუხეს:

"თუ საჭირო გახდა, როგორი კანონმორჩილი ადამიანია იცით, რაც საჭირო იქნება ყველაფერს გაიკეთებს. ამ ეტაპზე მას შვილთან კონტაქტი არ ჰქონია", - ამბობს ნინო მამუკაშვილი.

პრაიმ თაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×