რეზონანსი
07.03.2020

"ჟურნალისტი არ უნდა იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოში ერთ-ერთი პირველი შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ჰქონდა, რადგან თვლის, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ დემოკრატიის სამ საყრდენს: აღმასრულებელ შტოს, კონგრესის - საკანონმდებლო შტოს და სასამართლოს. მაგრამ არის მეოთხე შტო, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიული ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის მედია. ვინაიდან მე თავად ვიყავი ჟურნალისტი, ვიდრე დიპლომატი გავხდებოდი, ნამდვილად ვაფასებ ამას. ეს არის ამერიკის ფუნდამენტური ფასეულობა - თავისუფალი და აქტიური მედია, რომელიც არ განიცდის პოლიტიკურ ზეწოლას. ვფიქრობ, ეს ცენტრალური საკითხია საქართველოსთვის და ნებისმიერი დემოკრატიისთვის", - განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანი მედიის თვითრეგულირების საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი მკაცრად უნდა ეთიკის კოდექსს.

„ამის მეორე მხარე ის არის, რომ მედია უნდა ახდენდეს თვითრეგულაციას ეთიკის კოდექსით. ეს შთამაგონეს მე, როცა უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის სკოლაში ვსწავლობდი და მოგვიანებით, როცა ჟურნალისტი ვიყავი. ვფიქრობ, აშშ-ში უმეტესად ასეა, რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს თვითრეგულაცია, მკაცრად იცავდეს ეთიკის კოდექსს და არ იქცეს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის სპიკერად, არამედ რეალურად წარუდგენდეს საზოგადოებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დაბალანსებულ სურათს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×