რეზონანსი
07.03.2020

მსოფლიო ლიდერებმა არ უნდა ივარაუდონ ის, რომ COVID-19 სეზონური იქნება და გრიპივით გაქრება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა განაცხადა. 

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს მომავალშიც ექნება გავრცელების შანსი. მცდარია იმის იმედი, რომ გრიპივით გაქრება“, - განაცხადა რაიანმა. 

ცნობისთვის, აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანამდე განაცხადეს, რომ არსებობს ჰიპოტეზა, რომ კორონავირუსის გავრცელება ტემპერატურის მატებათან ერთად შემცირდება.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×