რეზონანსი
07.03.2020

კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში საავადმყოფოებიდან 11 ათასზე მეტი სამედიცინო ნიღაბი და 1400 ფლაკონი ანტისეპტიკური ხსნარი მოიპარეს. ამის შესახებ Le Figaro წერს.

გამოცემა წერს, რომ ქურდებში პოპულარობით ე.წ. ქირურგიული ნიღბები სარგებლობს. ისინი დაცვის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსისგან 9 პაციენტი გარდაიცვალა. ამ დრომდე ქვეყანაში ვირუსის 577 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×