
ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა კორონავირუსმა შეწყვიტოს გავრცელება ზაფხულის თბილ თვეებში.
რაიანის თქმით, ჯერ არ იციან რა ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.
"ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესძლებლობა. ცრუ იმედია იმის თქმა, რომ უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად... ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება”, განაცხადა მაიკ რაიანმა.