
~რა რეაქცია ჰქონდა ყოფილ პირველ ლედის, როდესაც გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნება კვლავ გადაწყვიტა. ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ გადაცემა „ვიზიტორში“ ისაუბრა:
„პრინციპში ვფიქრობ, რომ გიორგი პოლიტიკიდან შორს არც წასულა, ის გულანთებული პატრიოტია და ძალიან უნდა, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და წინ წავიდეთ უკეთესი მომავლისკენ. როგორც კი იგრძნო, რაღაც ტიპის კრიზისი, გადაწყვიტა, თავისი როლი კვლავ ითამაშოს ამ მნიშვნელოვან პროცესებში.
გახსოვთ ალბათ, რომ მან მეორეჯერ აღარ იყარა კენჭი. როდესაც ქუჩაში დავდიოდი მეჩხუბებოდნენ, ეს რა გაგვიკეთეო, ის ჩვენი იმედი იყოო და რატომ არ იყარა მეორეჯერ კენჭიო, საზოგადოება ჩემგანაც ელოდა გარკვეულ ქმედებებს. ვთვლი, რომ გიორგის დიპლომატიით საქმის გაკეთება ყოველთვის შესანიშნავად გამოსდიოდა. რა თქმა უნდა, გულნატკენიც მრავალჯერ ყოფილა, თუმცა, ვფიქრობ, რომ გულის ტკენის გარეშე გულწრფელი ვერ იქნები. გიორგი არის ფილისოფოსი, მას ამ მხრივ აქვს განათლება მიღებული, ასეთი ადამიანები კი ქვეყნის ტკივილს, უფრო სათუთად იღებენ.
ჩვენ ვცხოვრობდით ძალიან კარგად, ვცხოვრობდით ტყეში და არა ბეტონში, გიორგი ჩამოდიოდა თბილისში, მუშაობდა და შემდეგ ბრუნდებოდა სახლში და ხშირად ამბობს ხოლმე, რომ კრიზისული პერიოდები მარტივად, სწორედ ამიტომ გადაიტანა“, - აღნიშნა ჩიჩუამ.