რეზონანსი
06.03.2020

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 16 902 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს მონეტები (საერთო წონა 135.76 გრამი) გამოავლინეს.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×