რეზონანსი
06.03.2020

აჭარის ტელევიზიის წამყვანს თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. დოკუმენტი ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ბრძანებაში, რომელსაც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მოაწრა ხელი, აღნიშნულია, რომ თეონა ბაკურიძეს დროებით ეკრძალება შრომითი ხელშერკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

ბრძანების მიხედვით დღეს, ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. თეონა ბაკურიძეს ფაქტის მოკვლევის დასრულებამდე შეუჩერეს უფლებამოსილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×