რეზონანსი
06.03.2020

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებით, ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი აბაზაძის დანიშვნამ მაუწყებელში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა.

მათი თქმით, მაუწყებელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ხელმძღვანელობის ნდობით აღჭურვილ პირებსა და ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლებს შორის ყოველდღიური კონფლიქტია.

"ამ მომენტში, აუცილებლობად მიგვაჩნია ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ კონფლიქტური სიტუაციების გაღვივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ სიტყვიერი და სხვა სახის შეურაცხყოფა, შესაძლოა, გადაიზარდოს უმართავ და უკონტროლო პროცესებში"- ვკითხულობთ ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებაში.

მათივე თქმით, არსებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახება თანამშრომლების ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობას. ისინი მოუწოდებენ ხელმძღვანელობას, რომ განმუხტონ სიტუაცია და მედიაციისთვის წინაპირობები შექმნან. გარდა ამისა, ალტერნატიული პროფკავშირი ითხოვს, რომ დროებითი დასტაბილურებისთვის პროცესში სახალხო დამცველი აპარატი ჩაერთოს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×