რეზონანსი
06.03.2020

იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე კო­რო­ნო­ვის­რუს­თან და­კავ­ში­რე­ბით იტა­ლი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ საუბრობს. ქა­ლაქ ფლო­რენ­ცი­ა­ში მცხოვ­რე­ბი თი­ნა­თინ სუ­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ვირუ­სი ძი­რი­თა­დად ფლო­რენ­ცი­ა­ში, მი­ლან­სა და კო­მო­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, ქუ­ჩე­ბი ხალ­ხის­გან და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა ცდი­ლობს, სახ­ლი­დან არ გა­მო­ვი­დეს.

"სკო­ლე­ბი და ბა­ღე­ბი დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში ხალ­ხი არ არის. მა­ღა­ზი­ე­ბიც და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია. მე ფლო­რენ­ცი­ა­ში ვცხოვ­რობ და ქა­ლა­ქი მკვდა­რია ფაქ­ტობ­რი­ვად. ძი­რი­თა­დად მო­ხუ­ცე­ბი იხო­ცე­ბი­ან, მაგ­რამ ლომ­ბარ­დი­ა­ში სამი დღის წინ, კო­რო­ნა­ვირუ­სით ოთხი წლის ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. გა­ვი­გე, ფრე­ნე­ბი დრო­ე­ბით გა­უქ­მდაო და რა­ღაც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­წეს­დაო.

ხვალ მოფ­რი­ნავს ჩემი მე­გო­ბა­რი, რო­მელ­საც სიმ­სივ­ნის ბოლო სტა­დია აქვს და რო­გორც ექი­მებ­მა გვი­თხრეს, სა­ა­თე­ბი აქვს დარ­ჩე­ნი­ლი. იმე­დია პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა. დავ­რე­კე სა­ელ­ჩო­ში და ავუხ­სე­ნი ყვე­ლა­ფე­რი. სა­ბერ­ძნე­თი­დან მოფ­რი­ნავს დე­და­მი­სიც, რომ დახ­ვდეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბოლო წუ­თე­ბი თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში გა­ა­ტა­როს. სიმ­სივ­ნე რომ ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მებ­მა ვერ გა­უ­გეს, აქ კი და­უდ­გინ­და, მაგ­რამ უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო მკურ­ნა­ლო­ბა", - ამ­ბობს ემიგ­რან­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის თქმით, იტა­ლი­ა­ში აფ­თი­ა­ქებ­ში პირ­ბა­დე­ე­ბი­სა და სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის დე­ფი­ცი­ტია.

"პირ­ბა­დე­ე­ბის მა­რა­გი მთლი­ა­ნად ამო­ი­წუ­რა. ახლა სხვა­ნა­ი­რი პირ­ბა­ა­დე­ე­ბი შე­მო­ვი­და - რეს­პი­რა­ტო­რე­ბი, ყიდ­ვა­ზე პრობ­ლე­მაა აქაც. სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბიც გაქ­რა, თუ სად­მე იშო­ვი, ძვი­რია ძა­ლი­ან. ყო­ველ­დღე ვე­ლო­სი­პე­დით მივ­დი­ვარ სამ­სა­ხურ­ში, მო­ხუ­ცებს ვუვ­ლი. პა­ტა­რა ბა­ღია და იქ ცხოვ­რო­ბენ ერ­თად მო­ხუ­ცე­ბი, რომ­ლებ­საც მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მა აქვთ და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვერ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში ყვე­ლას პირ­ბა­დე­ე­ბი უკე­თია. მე ყო­ველ­დღე ვე­ლო­სი­პე­დით დავ­დი­ვარ და ვცდი­ლობ ყვე­ლა­ნა­ი­რად , რომ თავი და­ვიც­ვა ინ­ფექ­ცი­ის­გან" - უყ­ვე­ბა AMBEBI.GE -ს თი­ნა­თინ სუ­ლა­ძე

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×