თამთა ჩაჩანიძე
06.03.2020

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა, სასწავლო დაწესებულების ვებ გვერდზე კორონავირუსის გავრცელების პესიმისტური და ოპტიმისტური სცენარები გამოაქვეყნეს.

ექსპერტების აზრით, იმ შემთხვევაში თუ მოვლენები ყველაზე უარესი, კატასტროფული სცენარით განვითარდა, ვირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ერთ წელიწადში დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს მიაღწევს.

მათგან ჩინეთში იკორონავირუსის მსხვერპლი 12 მილიონზე მეტი გახდება, აშშ და რუსეთი თითო-თითო მილიონ მოქალაქეს დაკარგავს, ევროპის ქვეყნებში კი მათი რიცხვი ასობით ათასი იქნება.

პანდემიისას შესაძლოა მსოფლიო მასშტაბით მთელ რიგმა ქვეყნებმა ეკონომიკური რეცესია განიცადოს და გლობალურმა ეკონომიკამ 9.2 ტრილიონი დოლარი დაკარგოს.

ოპტიმისტური პროგნოზით,კორონავირუსისგან მსოფლიოში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპება, ამ შემთხვევაში ყველაზე დიდ ზარალს ინდოეთი და ჩინეთი განიცდის, სადაც შესაძლოა თითო-თითო მილიონი ადამიანი დაიღუპოს, ამ შემთხვევაში გლობალური მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2.3 ტრილიონი დოლარით შემცირდება, ხოლო ავსტრალიას და გერმანიას ძლიერი ეკონომიკური დარტყმა ელით.

გასაშუალოებული სცენარით გლობალური მასშტაბით კორონავირუსით 38 მილიონი ადამიანი დაიღუპება , ხოლო მსოფლიო ეკონომიკა 5,3 ტრილიონი დოლარით იზარალებს.

კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ჩინეთში ვუხანის პროვინციაში დაფიქსირდა, 6 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში დაინფიცირებულთა რიცხვი 98.3 ათას ადამიანს შეადგენს. აქედან 3,3 ათასი გარდაიცვალა, კორონავირუსისიგან 55 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა. შემთხვევების დაახლოებით 3.4% ფატალური იყო. ინფექციის შემთხვევები 93 ქვეყანაში დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×