რეზონანსი
06.03.2020

თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე იტალიის ქალაქ მილანში მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

ანუკი არეშიძის თქმით, მან იტალია ეპიდემიის გავრცელებამდე დატოვა. ამჟამად კი, საქართველოში იმყოფება.

„მე თებერვლის შუა რიცხვებში ვიმყოფებოდი მილანში. მაშინ იქ არანაირი ეპიდემია არ იყო. რეკომენდაციით განსაზღვრული ყველა ვადა გასულია მას შემდეგ, რაც ჩამოვედი. ვარ სრულიად ჯანმრთელი, ვზრდი და ვუვლი ჩემს ოთხ შვილს. გმადლობთ, რომ დაინტერესდით", - უთხრა „პრაიმტაიმს" ანუკი არეშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×