რეზონანსი
06.03.2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე, რომლებიც ქვეყანაში დაბრუნებას პირდაპირი რეისებით აპირებდნენ, სახელმწიფო იზრუნებს.

როგორც მინისტრმა იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეჩერების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, ასეთი მოქალაქეების დაბრუნების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

"მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც იტალიიდან პირდაპირი რეისებით საქართველოში გამომგზავრებას აპირებდნენ. ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა. ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ ჩვენი საელჩოს მეშვეობით გავრცელდება", - აღნიშნავს მინისტრი.

შეგახსენებთ, ირანის და ჩინეთის შემდეგ, პირდაპირი ფრენები იტალიასთანაც შეჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×