რეზონანსი
06.03.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, თუ საჭიროება იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები გახანგრძლივდება.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიის მიმდინარეობას აკვირდება.

„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ 2 მარტიდან 16 მარტამდე სასკოლო არდადეგები გამოაცხადა. ამასთან, სასწავლო პროცესი შეწყდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და სახელოვნებო სკოლებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×