რეზონანსი
06.03.2020

საჩხერის სასტუმრო ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა დატოვეს. სასტუმროში ჩინეთიდან გადმოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფებოდა. მათი ნაწილი საკუთარ ბინაზე, თვითიზოლაციაში რამდენიმე დღის წინ ეტაპობრივად გაეწერა.

სასტუმროს დირექტორის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება.

მოქალაების სახლებში დასაბრუნდებლად ტრანსპორტირება სასტუმრომ უზრუნველყო.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 45.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×