რეზონანსი
06.03.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ამ ეტაპზე იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ აპირებს.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას არ აქვს რეკომენდაცია ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„თუმცა, ავიაკომპანიები თვითონ აჩერებენ ფრენებს, რაც ძალიან გონივრულია მათი მხრიდან. ჩვენ არ ვაპირებთ იტალიასთან ამ ეტაპზე ფრენების შეჩერებას, ვინაიდან იქ იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ ამით მათ შევუქმნით კიდევ დამატებით პრობლემებს. ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადაადგილება და საქართველოში სხვა გზებით დაბრუნება, რაც ასევე გაართულებს ჩვენთვის საზღვრის მონიტორინგს.

ამ ეტაპისთვის ვიცით, თუ საიდან მოდიან ისინი და ვახერხებთ მათ დროულ იზოლაციას. სხვა შემთხვევაში პაციენტების გაფანტვა მოხდება სხვადასსხვა რეისებზე და ისინი წამოვლენ სხვა ქვეყნებიდან, რაც მენეჯმენტს მნიშვნელოვნდ გაართულებს"- განაცხადა ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×