რეზონანსი
06.03.2020

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების გამო, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება არ არის.

როგორც მან განაცხადა, თუ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, მაშინ შესაძლოა, ქვეყანაში უფრო სერიოზული ღონისძიებები გატარდეს.

„ამ ეტაპზე იმის საჭიროება ნამდვილად არ არის, რომ პირდაპირი ფრენები აიკრძალოს. მართალია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, რასაც ველოდით. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ასევე ექიმები ხშირად ვიმეორებდით, რომ ახალი შემთხვევები გვექნებოდა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი მდგომარეობით, იტალიიდან ფრენების შეწყვეტის საჭიროება ნამდვილად არ არის. თუ ქვეყანაში ინფიცირების სხვადასხვა წყარო გაჩნდება და ახალი შემთხვევების სწრაფი ზრდა იქნება, ამ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში უფრო სერიოზული ღონისძიების გატარება", - განაცხადა გოგინავამ „პალიტრანიუსის" გადაცემაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×