რეზონანსი
06.03.2020

ხაშურში დაჭრილი ახალგაზრდა ქალი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ახალგაზრდა ქალს თავდაპირველად ოპერაცია ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. ოპერაციის მსვლელობისას, დაფიქსირდა გულის გაჩერება, თუმცა რიტმის აღდგენა მალევე მოხერხდა.

24 წლის სალომე ჩიქოვანს სხეულის დაზიანებები ყოფილმა ქმარმა მიაყენა. შემთხვევა ხაშურში გუშინ მოხდა. ბრალდებული უკცე დაკავებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×