რეზონანსი
06.03.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, ჯერ არ არის ცნობილი იმოქმედებს თუ არა დათბობა კორონავირუსის საწინააღმდეგოდ.

„ბატონი ამირან გამყრელიძე დათბობაზე ლაპარაკობდა. არავინ არ ვიცით, იმედია გვიშველის. ამასობაში შეიძლება ანტივირუსული საშუალებები წამოგვეშველოს. ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა ანტივირუსზე. ჩვენ პარტნიორ ამერიკულ კომპანიას „გილიადს“ აქვს პრეპარატი გამზადებული, ჯერ ამერიკაში გამოსცადეს.

ჩინელი მეცნიერებიც მუშაობდნენ ანტივირუსულ პრეპარატებზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ზაფხულისთვის იქნება ანტივირუსული საშუალება. თუმცა, ეს 55 000-მდე ადამიანი ვინც გამოჯანმრთელდა, წამლის გარეშე განიკურნენ. ბავშვებს პრაქტიკულად არ ხვდება, დიდების 80% მსუბუქ ფორმებში გადაიტანეს დაავადებას. ჩვენთანაც, ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს უმრავლესობის მკურნალობა“, – განაცხადა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×