რეზონანსი
06.03.2020

მახათას მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა. შეჯახება ორ მსუბუქ ავტომობილს შორის მოხდა, რის გამოც ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით, კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რომელიც ჩადენილია მთვრალ მდგომარეობაში და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×