რეზონანსი
06.03.2020

კორონავირუსის საფრთხის გამო, ავიაკომპანია „რაინეარმა“ იტალიიდან საქართველოში ფრენები ერთი თვით შეაჩერა.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული,  გადაწყვეტილება კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, საქართველოს აეროპორტების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.

ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა მომხმარებელს, რომლებსაც გაუქმებული რეისები შეეხო, გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინეს. მათ ბილეთის თანხის სრული დაბრუნება ან ფრენის სხვა დროს არჩევა შესთავაზეს.

ბოლონიიდან ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით ჩანიშნული ფრენები ასევე 7 მარტიდან 8 აპრილამდე შეჩერდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×