რეზონანსი
06.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კორონავირუსით დაინფიცირებული 5 პაციენტის მდგომარეობა შეაფასა 1 საათის წინ დაახლოებით ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს 5 პაციენტი, რომლებსაც დადასტურებული აქვთ ახალი კორონავირუსის ინფექცია- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ყველა მათგანი დაახლოებით 1 კვირა იტალიაში იყვნენ და თბილისში პირველ მარტს ჩამოვიდნენ.

„არც ერთ მათგანს ჩამოსვლისას არ აღენიშნებოდა ტემპერატურა, ამიტომ ისინი წავიდნენ სახლებში, თვითიზოლაციაში. შემდგომში ვინაიდან ერთ-ერთ კაცს, რომელიც ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში და დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია, ეს 5 ადამიანიც გამოიკვლიეს და ვირუსი მათაც დაუდასტურდათ. ბოლო მონაცემებით, 5-დან ერთს აქვს 37.3 ტემპერატურა და ყელის ტკივილი დანარჩენ, 4-ს არაფერი არ აქვს. პნევმონიაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×