რეზონანსი
05.03.2020

აშშ-ს შტატ ჯორჯიაში სწრაფი კვების ობიექტის თანამშრომელი დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან კლიენტებს ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

24 წლის ჯონტე რობინსონს იარაღით თავდასხმის ბრალდება წაუყენეს. მსხვერპლის დედის განცხადებით, მისმა შვილმა უამბო, რომ შემთხვევის ადგილზე მის და სხვა კლიენტს შეკვეთები აერიათ და ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რობინსონმა კი იარაღი ამოიღო და მათი მიმართულებით სროლა დაიწყო.

მან მეორე მომხმარებელი კისრის არეში დაჭრა. შემთხვევის ადგილზე გამოკითხულმა თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა არ ჰქონია.

რესტორანი ამჟამად დახურულია და პერსონალი გამოძიების ფარგლებში პოლიციასთან აქტიურად თანამშრომლობს.

"report.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×