რეზონანსი
05.03.2020

გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, დარჩით ორ კვირიან იზოლაციაში - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძემ ყველა იმ პირს ვინც რისკ ქვეყნებიდან ბრუნდება, მოუწოდა რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში მოექცნენ და მოერიდონ საზოგადოებასთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ამირან გამყრელიძის თქმით ამ შემთხვევაში ისინი დაიცავენ არა მარტო მათ ჯანმრთელობას, არამედ ხელს შეუწყობენ პრევენციას , რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 5 დღეს დადასტურდა. დაინფიცირებულებიერთმანეთთან შემხებლობაში მყოფი პირები არიან, რომლებმაც იტალიაში იმოგზაურეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×