რეზონანსი
05.03.2020

დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 9-ს მიაღწია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ყველა ეს კონტაქტი არის დაკავშირებული იტალიასთან. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ე.წ ერთი კლასტერი, ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ძირითადად ოჯახური. რომლებიც ერთად გახლდნენ იტალიაში და დაბრუნდნენ კვირას საქართველოში. დღევანდელი საღამოთი ცხრა დადასტურებული შემთხვრევა გვაქვს კორონავირუსული ინფექციის",-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×