რეზონანსი
05.03.2020

ქალაქ კომოში კორონავირუსით დაავადებული 71 წლის მამაკაცი კლინიკიდან გაიქცა. მას ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინეს და ბერგამოდან კომოს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი კარგად გრძნობდა თავს და ამის გამო ჩაალაგა ბარგი და ტაქსით გაიქცა.

მომხდარის შესახებ საავადმყოფოს პერსონალმა პოლიციას შეატყობინა. კარაბინერებმა მამაკაცი პალატაში დააბრუნეს. ამასთან, მამაკაცი თავის საქციელს იმით ხნის, რომ მისი შვილი ექიმია და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა.

პაციენტს მთავრობის დადგენილების დაუმორჩილებლობა წაუყენეს ბრალად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×