რეზონანსი
05.03.2020

რაც არ უნდა დაპირისპირებული ურთიერთობა გვქონდეს, აუცილებელია, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვთ მხარდაჭერა, წარმოდგენილი იყვნენ პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„დღეს არსებულ სისტემას თუ გავითვალისწინებთ - ბლოკებს და მაღალ ბარიერს - „ნაციონალური მოძრაობა" პრაქტიკულად ამით იჭერს და მძევლებად იყვანს სხვა პარტიებს. რაც უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთში, პარტია, რომლის არც სახელი ვიცით და არც ლიდერი, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით ფინანსდება წელიწადში მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან" არის ბლოკში. ასეთი ერთკაციანი პარტიების ჩამოთვლა შეიძლება. თუკი პარტიას საშუალება ექნება, რომ გარკვეული მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნეს პარლამენტში, იგი ათჯერ გაზომავს დამოუკიდებლობის ხარისხს და ფასს, რომელსაც იგი იხდის მაინც და მაინც „ნაციონალური მოძრაობის" ფრთის ქვეშ ყოფნით", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, 1%-დან 3%-მდე ბარიერი არის შესაბამისობაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×