რეზონანსი
05.03.2020

სენაკში, შონიას ქუჩაზე ზარანდიების ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გოჩა ჭანტურიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სახლიდან ოჯახის წევრებმა ნივთების გამოტანაც ვერ მოასწრეს.

„ეზოში იყვნენ. მუშაობდნენ. გვიან შეამჩნიეს ხანძარი. სახანძროც მოვიდა, მაგრამ ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახში ხანში შესული პირი და მისი ორი შვილიშვილი ცხოვრობს", - თქვა ჭანტურიამ.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო-სახანძრო ბრიგადები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×