
საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი და ტიტულოვანი ავტომრბოლელი, მევლუდ მელაძე თავის ოჯახურ ტრაგედიაზე საუბრობს.
მევლუდი იმ ტრაგედიას იხსენებს, როდესაც მისი მეუღლის, სალომე გველესიანის უფროსი ვაჟი, 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძე, ავტოავარიაში მოყვა, ის ყველაზე უსაფრთხო ადგილას იჯდა, მაგრამ ამის მიხუედავად ის ვერ გადარჩა.
ნიკუშა 3 წლისაც არ იყო, როდესაც მევლუდი და სალომე დაქორწინდნენ და როგორც ავტომრბოლელი "სარკესთან" ამბობს საკუთარი შვილისგან არასოდეს ანსხვავებდა.
„საჭესთან 13 წლის ბიჭი იჯდა, მის გვერდით 14 წლის და უკან ნიკუშა და კიდევ 15 წლის ბიჭი, რომელიც ასევე გარდაიცვალა... 14 წლის ბიჭმა წამოიყვანა ოჯახიდან მანქანა და მერე მეორემ სთხოვა, მე დავჯდები საჭესთანო. 13 და 14 წლის ბავშვების მიერ ჩადენილი დანაშაული ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მათ ვერც კანონი შეეხება და ვერც სისხლის საართლის დანაშაული, ანუ გვყავს ორი დაღუპული და არც ერთი დამნაშავე.
ბავშვებმა მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანეს. არც ვუღრმავდებით ამ ამბავს. ვფიქრობ, სალომე ამ სიტუაციაში ყველაზე სწორად მოიქცა. არ ვიცი, როგორ მოახერხა, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავარდა და რიგორ იპოვა ძალა, ეთქვა, შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო, ჩვენი შვილი ყოფილიყო ასეთივე დამნაშავეო. ბავშვებმა ერთად იცელქეს და მიიღეს შედეგი.
ნიკუშას მამას მანქანა დაეჯახა. ქუჩაზე გადადიოდა და დაიღუპა. არც ის იყო დამნაშავე. თავს რომ მორეოდა, სალომემ მაშინაც სამსახურში გასვლა გადაწყვიტა. ქმრის გარდაცვალებიდან წელიწადზე მეტი იყო გასული, სამსახურში რომ გავიდა და მერე ჩემთან მოიყვანა ბედმა ინტერვიუზე".