რეზონანსი
05.03.2020

"მე ამათ სამართალს რა ვუთხარი, მერაბიშვილს რომ ამ გონორით ალაპარაკებს. სახელმწიფოვ, მოდი ჭკუაზე! ასეთ ხალხს ნუ აჯეჯილებ, ამით მომავალ თაობასაც რყვნი და დანაშაულს სჩადიხარ!", - ამბობს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი.

„იმაზე დიდი თავხედობა რა გინდათ,¬ კაცი, რომელიც თხოულობს, ორი გვამი მომიტანეთო, აცხადებს, ხელისუფლებას დავამხობ და ქვეყანას გადავატრიალებო. მე ამათ სამართალს რა ვუთხარი, მერაბიშვილს რომ ამ გონორით ალაპარაკებს.

რა სასჯელიც მოიხადა, ეგ სასჯელია? მეტს არ იმსახურებდა? როგორ შეიძლება ადამიანმა ამდენი დანაშაული ჩაიდინოს, ამდენი ფაქტი გედოს წინ და

ის კიდევ დიდ გულზე იყოს? მე რაც გადამხდა, ვანოს და სხვების ოჯახებმა იმის ნახევარი რომ გადაიტანონ, ვნახავდი, როგორ იჟღურტულებდნენ. ან სადაა ამ ხელისუფლების დაპირებული სამართლიანობის აღდგენა?

არიქა, კოაბიტაციაო და, კრიმინალი "ნაციონალები" ისეთ გონორზე არიან, აქეთ გვამუნათებენ და ჭკუას გვასწავლიან. ბოკერია როცა გამოდის და თვალებს აკვარკვარებს, ამ დროს მინდა ტელევიზორი დავამტვრიო. არ დამავიწყდება, როცა სულხანი ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს, ხალხმა ტაში დაუკრა. დახედეთ ფოტოებს და შეადარეთ, როგორი გამოვიდა სულხანი ციხიდან და როგორი გამოვიდა მერაბიშვილი ან უგულავა. გეგონებათ, სადღაც დუბაიში ან იბიცაზე იყვნენ დასასვენებლად. არც მერაბიშვილს და არც დანარჩენებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ არამცთუ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის, არამედ ხმის ამოღებისაც.

ხანდახან ვფიქრობ, ეგენი ან ჩვენ გვაგიჟებენ, ან თვითონ არიან გადატრიალებული ტვინის პატრონები. ამდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ჩვენ უნდა დავიცვათ თურმე მშვიდობა. ძველს თავი დავანებოთ და ახალზე ვილაპარაკოთო. სანამ საქართველოში სამართალი არ დამყარდება, არაფერი გვეშველება. ვიღაც რომ ნახავს, მერაბიშვილმა რაც ჩაიდინა, გამოვიდა და კიდევ იმუქრება, ისიც ისევე¬ მოიქცევა იმ იმედით, მეც შემრჩებაო. სახელმწიფოვ, მოდი ჭკუაზე! ასეთ ხალხს ნუ აჯეჯილებ, ამით მომავალ თაობასაც რყვნი და დანაშაულს სჩადიხარ!", - აცხადებს თამაზ მოლაშვილი „კვირის პალიტრასთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×