რეზონანსი
05.03.2020

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შეწყვეტენ თუ არა კერძო ბაღები სააღმზრდელო პროცესს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება კერძო ბაღებს, განათლების სამინისტროს აქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა სეგმენტთან, ვითვალისწინებთ რა მშობლების აღელვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ შეძლებენ ისინი მერე მუშაოაბს. ამასთან დაკავშირებითაც როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე განათლების სამინისტრო ვმუშაობთ და დამატებითი ღონისძიებები განხორციელდება. ხვალ გვექნება ამაზე უფრო დეტალური კომუნიკაცია პრემიერის ხელმძღვანელობით და გავაკეთებთ განაცხადს", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს თეატრებისა და აუზების მიმართ, ტიკარაძის თქმით, ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, გასცემს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით.

„ამ მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც ჩვენ დროულად ვიწყებთ ყველა პრევენციულ ღონისძიებებს, რაშიც მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩებიან ევროპის ქვეყნები, ვინაიდან მათ ეს ვირუსი არ აღიქვეს შესაბამისად და მნიშვნელოვნად და მათთან გავრცელება გაცილებით მეტია", - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროფილაქტიკის მიზნით, არდადეგების პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლებსა და ბაგა-ბაღებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×