რეზონანსი
05.03.2020

საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა განუცხდა.

„ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მსჯელობა, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რეალურად, ეს არის რისკის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ რისკები მაინც რჩება. სრულად რომ დავიცვათ თავი, მაშინ ფრენები სრულად უნდა ავკრძალოთ ყველა მიმართულებიდან, ასეთ შემთხვევაში ძვირის გადახდა მოგვიწევს", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის მკიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 44 წლის კაცია, საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან პირველ მარტს ჩამოვიდა.

საქართველოში კორონავირუსით სულ 4 ადამიანია ინფიცირებული. ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, რომელთაგან ქვეყანაში ერთი ირანიდან, დანარჩენი კი - იტალიიდან შემოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×