რეზონანსი
05.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დილის მონაცემებით, საკარანტინო დაწესებულებებში 162 ადამიანი, სამედიცინო დაწესებულებებში კი 31 პაციენტი იმყოფება.

აქედან, 23 ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო დანარჩენი - ქუთაისისა და ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოებში.

„დღეს დილისთვის უკვე აღებულია და ლუგარში გაგზავნილია ცხრა სინჯი, რვა ინფექციურიდან და ერთი ქუთაისიდან. გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში მთელი დღის განმავლობაში შევიდა 31 სინჯი. ხუთი გახლდათ იმერეთიდან, 26 ინფექციურიდან. 31 სინჯიდან ორი გახლდათ განმეორებითი, ანუ დადებითი პასუხი პირველი პაციენტების. განმეორდა სინჯები და ლაბორატორიულად ისინი ისევ არიან ვირუსით ინფიცირებული", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საერთო ჯამში, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვრის ბოლოდან მოყოლებული დღემდე, კორონავირუსის 252 შესაძლო შემთხვევიდან ინფექცია მხოლოდ ოთხ პაციენტში დადასტურდა.

რაც შეეხება მეოთხე ინფიცირებულ პაციენტს, გამყრელიძის განმარტებით, ინფექციურ საავადმყოფოში მიმდინარეობს მისი კლინიკური მართვა.

გამყრელიძის განმარტებით, მეოთხე შემთხვევა კლინიკურად უფრო საყურადღეობა.

„მიმდინარეობს შესაბამისი კლინიკური კვლევები, მკურნალობა, ვადმყოფზე დაკვირვება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მიმდინაროებს კონტაქტების მოძიება, ვისაც შესაძლოა, შეხება ჰქონოდა კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×