რეზონანსი
05.03.2020

დღეს, მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მიმართ სასჯელის გადავადების თაობაზე, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დაწესებულებაში იმსჯელებენ. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ 27 თებერვალს მიიღო.

გადაწყვეტილებას, რომ საქმის ძირითადი განხილვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმის, თორნიკე მამალაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მან მოსამართლეს მონა უწოდა.

აღნიშნული ფაქტი მოსამართლემ შეურაცხყოფად შეაფასა და აღნიშნა, რომ სხდომის საჯაროდ ჩატარების სურვილი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×