რეზონანსი
05.03.2020

ისანში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 2 მარტს 29 წლის ბესო, იგივე ბეტო სურმავამ, დედა ჯერ ცივი იარაღით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ცხედრის დაწვა სცადა. 

მეზობლების თქმით, დედა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირად ხდებოდა. ამბობენ იმასაც, რომ დედის მკვლელობაში ბრალდებული ბოლო დროს სახლში ჩაიკეტა და ინტერნეტთამაშებზე გახდა დამოკიდებული. სურმავა, რომ სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელი იყო. ჯერჯერობით უცნობია რა პროფესიის იყო მკვლელობაში ბრალდებული, თუმცა იგი ინტერნეტთამაშების გმირებს, თოჯინებს, კომიქსებს ხატავდა.

2017 წლით დათარიღებულ ფეისბუქ პოსტში კი ის შავ ძალებსა და მაგიაზე წერს: 

„მაპატიე, ისევ ვიგრძენი, სინათლის მიზიდულობა, უმაღლესი ლიდერი ყველაფერს ხედავს. გთხოვთ, ისევ მიჩვენე ბნელი მხარის ძალა, მიჩვენე ბნელი გზა და მაშინ, ყველა ბარიერს გადაუვლი. დამაყენე ბნელ გზაზე, შენი შვილიშვილი და მე დავასრულებთ, რაც შენ დაიწყე“, - წერდა ბესო სურმავა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×