რეზონანსი
05.03.2020

22 წლის მა­რი­ამ ოთა­ნა­ძეს ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე პრობ­ლე­მა აქვს. მას თირკმლე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მე-5 ტერ­მი­ნა­ლუ­რი სტა­დია და­უდ­გინ­და. მას კვი­რა­ში სამ­ჯერ, ხუთი სა­ა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ა­ლე­ზის გა­დას­ხმა უტარ­დე­ბა. ოთა­ნა­ძე­ე­ბის ოჯახს ცოტა ხნის წინ მძი­მე ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს. გო­გო­ნას მამა ერთი კვი­რის წინ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი.

მარიამი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევიდანაა. იგი მკურნალობას თბილისში გადის და იმდენად ცუდად იყო რომ, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩავიდა.

მის ასეთ მდგომარეობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძმები ნიკურაძეებიდან ერთ-ერთი ძმა აპირებს თირკმელი დაუთმოს მარიამ ოთანაძეს და დაეხმაროს მას. ისინი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

"ძმები ნიკურაძეებიდან ერთ-ერთი ძმა ვაძლევ ჩემს თირკმლეს ამ ახალ გაზრდა გოგონას, უანგაროდ რადგან აღარ მინდა ამდენი სიკვდილი მინდა ყველა ჯანმრთელი და ბედნიერი იყოთ ქართველნო. გთხოვთ, დავაფასოთ ერთმანეთი.

მოკლედ, გადავწყვიტე მივცე ჩემი თირკმელი გთხოვთ თუ მიგიწვდებათ ხმა გააზიარეთ მზადვარ სიცოცხლე გავუხანძლივო და რაც მამისმა ვერ შეძლო ჩვენ შევძლოთ ეს სიკეთეს ეს ღმერთის ნიშანია. გადაწყვეტილება მიღებულია," - წერენ ძმები ნიკურაძეები.

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ კი გოგონას თბილისში 50 კვადრატული ბინა აჩუქა, ხოლო მის დასახმარებლად რამდნიმე წუთში თითქმის  70 000 ლარი შეგროვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×