რეზონანსი
05.03.2020

საჯარო სკოლებს ვადაზე ადრე არდადეგების დაწყების გამო, შაბათ დღეს არ ისწავლიან. განათლების სამინიტროს ინფორმაციით, არდადეგების ადრე დაწყების გამო მოსწავლეები შაბათს არ ისწავლიან და 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს დასრულდება.

კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, განათლების სამინისტრომ სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და 16 მარტამდე გაგრძელდება.

საჯარო სკოლებში არდადეგების პერიოდში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×