რეზონანსი
04.03.2020

გადაცემაში "სხვა ნანუკა" 22 წლის მარიამ ოთანაძე თავის ტრაგედიულ ისტორიას ჰყვება და ხალხს დახმარებას სთხოვს.

მარიამის დედა ია ოთანაძე გადაცემაში მარიამის დაავადების შესახებ საუბრობს.

"მარიამს თავიდან სიცხეებს აძლევდა ვერ ვიგებდით საიდან ჰქონდა ტემპერატურა. ინფექცია ჩუმად ვითარდებოდა. წამალს იღებდა, რომელიც ამერიკიდან ჩამოდიოდა და პირველად მარიამმა გამოსცადა. აღნიშნული წამალი მოუხდა მარიამს თავს კარგად გრძნობდა, თუმცა მერე შეწყდა წამლის რეალიზაცია. ამისშემდეგ დამძიმდა მარიამის ჯანმრთელობა.

ექიმებმა ამილოიდოზია დაუდგინეს, რაც თირკმლის ფუნქციის დაკარგვას ნიშნავს.

ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ბოლოს დიალეზე ჩართეს ისე ცუდად იყო.

ექიმები ამბობენ, რომ თირკმლის გადანერგვა სჭირდება. ამის გამო დაიღუპა მამისი. მარიამი ისე ცუდად იყო დაკრძალვაზეც ვერ ჩამოვიდა, არ იცის სად ასაფლავია მამა. არ წავიდა მამამისის თირკმელი დონორი ვერ არმოჩნდა, ვერ გაუძლო ამ ტკივილს და თავი მოიკლა."- ამბობს მარიამის დედა ია ოთანაძე.

შეგახსენებთ, რომ მამამ შვილის მკურნალობის ხარჯები ვერ დაფარა და თავი მოიკლა. 22 წლის მარიამ ოთანაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას თირკმლის ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×