რეზონანსი
04.03.2020

ექიმი გია ნადარეიშვილი გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე საუბრობს.

მისი თქმით, ზოგიერთმა პარლამენტარმა უკვე დაურეკა და ჰკითხეს კორონავირუსის წამალის შესახებ.

„მე დავამზადე ჰომეოპატიური პრეპარატი, აი, აგერ დევს, თქვენს თვალწინ ეს წამალი. იმდენია, მთელ საქართველოს ეყოფა. პრევენციას ვერ ვაკეთებ, თუმცა ზოგიერთმა ჩვენმა პარლამენტარმა უკვე დამირეკა და მკითხა, გია, გააკეთე წამალიო? თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები.

როგორც სხვა მძიმე დაავადებებისაგან განიკურნა უამრავი ადამიანი, მჯერა, ეს წამალიც იტყვის თავის სიტყვას. მადლიერების ნიშნად ჩემმა პაციენტმა წიგნიც გამოსცა. იქ უამრავი ადამიანი აღწერს, თუ როგორ გადაურჩა სიკვდილს.

მე ჯერ ჩემი ხალხის გადარჩენა მინდა და მერე მთელი სამყაროსი. თუ ჩვენი ხელისუფლება ხალხზე ფიქრობს, ამ წამლის ტესტირება ჯერ ადგილზე უნდა მოხდეს.“

წყარო :"ალია"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×