რეზონანსი
04.03.2020

გორის სასამართლომ ძმის მიმართ დის საჩივარი განიხილა. ახალგაზრდა ქალმა ძმას შეურაცხყოფისთვის უჩივლა. როგორც ის აცხადებდა, ძმამ შვილების თანდასწრებით მას ნაგავი უწოდა და ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა.

პოტენციურ დაზარალებულს, სასამართლომ ფსიქოლოგის დასკვნა მოსთხოვა, რომლის მიხედვით, დადასტურდებოდა ის ფსიქიკური ზიანი, რაც მას "ნაგავოს" დაძახებით მიადგა, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოში აღნიშნული დასკვნა არ წარადგინა, რის გამოც, ჯ.მ ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ხელზე ხელის მოჭერისთვის ცნო, რის გამოც, მას პირობითი სასჯელი 2 წლის ვადით მიუსაჯა.

წყარო: "report.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×