რეზონანსი
04.03.2020

ლეგენდარული ქართველი მძლეოსანი რობერტ შავლაყაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი1933 წლის 1-ელ აპრილს, თბილისში დაიბადა.

იგი პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე (რომი, იტალია 1960 წელი) შეძლო და დაამარცხა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, შედეგით: 2,16სმ.

მისი საუკეთესო შედეგი 2,17 მეტრი იყო.

რობერტ შავლაყაძე იყო ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1964, ტოკიო, IV-V ადგილი), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), სსრკ ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებში შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩში (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე (1981-93), ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და სოკის (საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი) ორდენების კავალერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×