რეზონანსი
04.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კარანტინში140 ადამიანი რჩება .

"საქართველოში ეპიდსიტუაცია ​გუშინდელთან შედარებით დიდად არ შეიცვალა. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, 239 შესაძლო შემთხვევიდან 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში, დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ გვაქვს.

დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში - აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და (აქედან 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე) და 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა უარყოფითია, 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ 8 ნიმუშია აღებული და ახლა იგზავნება ლუგარში შემდგომი კვლევისთვის.

კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი: აბასთუმანში 26, 34 "ვივამედში," 26 საჩხერეში, 23 ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში,15 ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და 16 გორის ჰოსპიტალში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×