რეზონანსი
04.03.2020

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს 30 წლამდე მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს დაბრუნდა და ტემპერატურის მატებით დღეს მიმართა კლინიკას. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა კვლევის შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.

„30 წლის მამაკაცი იტალიიდან 25 თებერვალს ჩამოფრინდა და დღეს ტემპერატურის მატებით მოგვმართა. მას 37 გრადუსი აღენიშნება. კვლევისთვის ყველა ნიმუში ავიღეთ და ხვალ გავიგებთ პასუხს, ველოდებით ლაბორატორიულ შედეგებს",- განაცხადეს კლინიკაში.

ცნობისთვის, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ორი მოქალაქე ბოქსირებული განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×