რეზონანსი
04.03.2020

ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელი მაღალი ტემპერატურით ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ამის შესახებ ინფორმაციას"თაიმერი" ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის დაცვის თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ერევნის ინფექციურ საავადმყოფოში.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდა. სომეხი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ გააცილა.

წყარო: თაიმერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×