რეზონანსი
04.03.2020

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფ პირებს გაცდენილი სამუშაო დღეები სრულად აუნაზღაურდებათ.

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამის თქმით, კარანტინში მყოფ დასაქმებულებს სამინისტრო მისცემს შესაბამის ცნობას.

"დასაქმებულებს ექმნებათ გარკვეული პრობლემები. ჩვენს ნორმატიულ დოკუმენტებში გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს ამ პირებისთვის, სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალის დოკუმენტის გაცემას. აღნიშნულის საფუძველზე მათ სრულად ექნებათ შესაძლებლობა, რომ აუნაზღაურდეთ განაცდური დღეების საფასური", - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

სამინისტროს მონიტორინგის სამსახური ჩართულია თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში. ცნობის ასაღებად ადამიანებს სამინისტროს შეუძლია მიმართონ ელექტრონული ფოსტის მისამართს: info@moh.gov.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×