რეზონანსი
04.03.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს 5 პაციენტის ანალიზები გაგზავნეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ყველას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მისივე თქმით, ამ დროისთვის მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი მხოლოდ ერთ პაციენტს აღენიშნება.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი იტალიიდან არის ჩამოსული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×