რეზონანსი
04.03.2020

კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - ინფორმაცია ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მიაწოდა.

„ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები. კვლევებთან ერთად ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. სუბიექტურ-ობიექტური მონაცემების მიხედვით და არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ტემპერატურა ნორმაში აქვთ კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, თუ ეს ასე გაგრძელდება, კარგი გამოსავალი იქნება“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×