რეზონანსი
04.03.2020

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ცხრა წლის ბავშვის მდგომარეობა უმძიმესია. დაშავებული ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გადაიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

„შემოვიდა 9 წლის პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში. სიმძიმეს განაპირობებდა პოლიტრავმა, ტრავმული შოკი. იყო სიმაღლიდან, მე-7 სართულიდან ვარდნა. მკურნალობა ინტენსიურ განყოფილებაში დაიწყო, ტარდება კვლევები. მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილურად მძიმე. ის რეანიმაციაშია მოთავსებული. პერიოდულად შემოდის კონტაქტში, უფრო მეტად ძილიანობისკენ არის მიდრეკილი“, - განაცხადა ექიმმა, მაგდა ბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×